პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია Facebook-ზე ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“-ის მიერ თავისი თმის ნიმუშის კვლევას აქვეყნებს, რომლის შედეგად არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
„ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა“, - წერს გახარია Facebook-ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.