საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტში, 2022 წელს, დამატებით 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.
გაზიფიცირების პროექტი 2022 წელს შემდეგ სოფლებში განხორციელდება:
პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, გამოღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო.
ყორათში, ახალსოფელში, გაღმა ქარიატაში, გამოღმა ქარიატაში, ბულიშში, გიმოზგონჯილში, დურღენაში, საჭოჭუოში და საბაჟოში პროექტირება განხორციელდება 2022 წელს, ხოლო მშენებლობა 2023 წელს.
საგვიჩიოში, საღვამიჩაოში, საქორქიოში, ყულევში და შავღელეში პროექტირება განხორციელდება 2023 წელს, ხოლო მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.
უახლოეს დღეებში დაიწყება ბია-საშონიოს, ზემო ბიას, გაღმა საჯიჯაოს, ზენის, ზუბის, ჯაპიშაქრის, გაშფერდის გაზიფიცირება.
2017 წლიდან დღემდე გაზიფიცირდა ნოჯიხევის, ხეთის, პირველი მაისის, ხამისკურის, თორსა-დღვაბის, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი 20 სოფელი და ასევე სოფლები: სახოჭოლავო, ახალი ხიბულა, ბია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.