რომის პაპთან პოეტ დავით მაღრაძის აუდიენცია გაიმართა
01-10-2021, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

29 სექტემბერს ვატიკანში, რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა. შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდან “ბარაქიანი მიწა”: “აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…”.

 


შეხვედრას ესწრებოდა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი.

 

 

პოემა „ბარაქიანი მიწა“ ნათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში.

 

 

პოემა „ბარაქიანი მიწა“ პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის დეკემბრის თვეში წარადგინეს, სადაც სამეცნიერო სემინარის ფარგლებში შედგა ნაწარმოების განხილვა. სემინარი სიმბოლურად ყოფილ 93-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელშიც ჯერ კიდევ 1947 წლიდან ათეული წლების განმავლობაში სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები, ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიები იმართებოდა, ნაკლებად ცნობილი, დღეს კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

 


2020 წლის ოქტომბრის თვეში პოემისთვის “ბარაქიანი მიწა”ორტა-სანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის “Poetry on the lake”-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე დავით მაღრაძე მთავარი პრიზით “ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა.

 


ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და ულოცავს გამორჩეულ კურსდამთავრებულს, პოეტ დავით მაღრაძეს მორიგ წარმატებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი