ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში, შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება
01-10-2021, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არის შიდა ბრძოლები იმასთან დაკავშირებით, ვინ მიიღებს 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 


კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაჭერა კიდევ ცოტა ხნით გადაიწევს.

 

 

„ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. შეიძლება, ეს ცუდიც არის, რადგან როდესაც ხალხმა გაიგო იმის შესახებ, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. ძალიან ბევრ რამეს ვეყრდნობი და ძალიან მყარად გეუბებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ის არის კლოუნი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 


ირაკლი კობახიძე საზოგადობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

 


„საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას მაინც მოვუწოდებ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ, რათა ეს კლოუნადა დასრულდეს, 25 პროცენტიც არ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა დიფ ფეიკის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გვეტყვიან ამაზე პასუხს. ძალიან მარტივი ფეიკია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი