ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულის სოფელ საბაჟოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი იოსავა გაეცნენ.
დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, ამოიწმინდება სანიაღვრე არხი, ასფალტის საფარი დაიგება 2-კილომეტრიან მონაკვეთზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 796 393 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქეოპილისი" აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.