ირაკლი ღარიბაშვილი: მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული
01-10-2021, 23:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ათასობით ადამიანს ჩამოერთვა ქონება, სახლები, ბიზნესები.

 

 

„ასობით ადამიანი პირდაპირ ქუჩებში იქნა ჩაცხრილული. ამას ემატებოდა ბუნებრივია ემატებოდა ის არაადამიანური მოპყრობა, წამება, ტანჯვა ადამიანების, რომელიც გაუსაძლისს ხდიდა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას. სწორედ ასეთი ადამიანი და ამ ყველაფრის შემოქმედი, ბატონი სააკაშვილი დღეს იქნა დაკავებული და ციხეში გადაყვანილი. ჩვენ ამას მას შევპირდით. შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, რა თქმა უნდა, იქნებოდა დაკავებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც, მე ვიტყოდი, ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, სამართალდამცავები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ, რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყნას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში

როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, რაც ყველაზე მეტად ქ ხალხს აკლია, ეს არის მშვიდობა და პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, შესაბამისად, ქვეყანაში არეულობა არავის ინტერესში არ შედის.

 

 

„მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დამშვიდება. რაც ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს აკლია, ეს არის სწორედ მშვიდობა, პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, იმიტომ, რომ არავის ინტერესში არ შედის ქვეყანაში არეულობა.

 

 

ვთქვათ პირდაპირ, რო ჩვენ ქვეყნას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ხელწერას, რომელიც ბატონ სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს აქვთ, და მითუმეტეს, ვიცოდით რა მათი გეგმების შესახებ, დიდი პროვოკაცია და არ გადავაჭარბებდი, დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებმაც უბადლოდ, იდეალურად შეასრულეს აღნიშნული ოპერაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი