ირაკლი ღარიბაშვილი: გირგვლიანის წამებით მოკვლის ფაქტზე სააკაშვილი გასამართლებულია და მისჯილი აქვს სასჯელი; ამას გარდა არის მიმდინარე საქმეები და ახლა უკვე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რომელიც ბატონ სააკაშვილს ბონუსად დავუმატეთ
01-10-2021, 23:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა არაფერი დაფარული არ არაის, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მძიმე დანაშაულებში მიუძღვის ბრალი ბატონ სააკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა იმ საქმეებზე ისაუბრა, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილთან მიმართებაში განაჩენი უკვე დამდგარია, ან რომელთა განხილვა სასამართლოში ისევ მიმდინარეობს.

 

 

„მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას - პირველი, ყველასთვის მძიმე, საზარელი, ტრაგიკული დანაშაული არის გირგვლიანის წამებით მოკვლის ფაქტი, რომელზეც ბატონი სააკაშვილი გასამართლებულია და მისჯილი აქვს სასჯელი; ასევე მინდა ყველას შევახსენო ყოფილი დეპუტატის, ბატონი ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტი და ამას შეიძლება ვუწოდოთ შეკვეთილი მკვლელობა, ვინაიდან ეს სხვა არაფერი იყო თუ არა მკვლელობის მცდელობა, როცა ჯანმრთელ ადამიანს გაუსწორდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონმა გელაშვილმა თავის დროზე არ დაუხარა თავი და სააკაშვილის ახირებები და ხუშტურები არ გაითვალისწინა და არ მოუსმინა. ამას გარდა, მიმდინარე საქმეა, სიმბოლურია, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიმყოფებით, ტელეკომპანია „იმედის“ საქმე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრა, დარბევა, ტელეკომპანიის ტექნიკის განადგურება, ჟურნალისტების ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ეს არის მიმდინარე საქმე, რომელზეც ბრალი აქვს წაყენებული ბატონ სააკაშვილს და კიდევ არის სხვა საქმეები, მათ შორის ახლა დაემატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რომელიც ბატონ სააკაშვილს ბონუსად დავუმატეთ. ასე, რომ, ვფიქრობ, მეგობრებო, ყველაფერი დასრულდა, მინდა, მივმართო მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვესმის მათი მდგომარეობის, მათაც ვულოცავ ბიძინაობას და 1-ელ ოქტომბერს, მათაც ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა ახლა მაინც დაადგება დამშვიდების გზას, ვინაიდან ეს გვჭირდება ჩვენ, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად მართვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი