ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი დააკავეს იმ დროს, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში
01-10-2021, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შემთხვევით არ გამიხსენებია, ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დააკავეს იმ დროს, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეგნებულად არ საუბრობდა ღიად იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, რადგან ოპერატიულ ტაქტიკას იყენებდნენ სასურველი შედეგის დასაყენებლად.

 


“მე დღეს გავიხსენე ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და შემთხვევით არ გამიხსენებია, ვინაიდან ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას. მე ასევე ვახსენე, რომ სამწუხაროა, რომ ეს მასხარა კაცი, მე ასეთი შედარება, ეპითეტი გამოვიყენე, ვინაიდან, მართლაც, რა შეიძლება უწოდო ასეთ ადამიანს, თუ არა არასერიოზულობა, რომელიც მან გამოამჟღავნა ყველა იმ უბედურებასთან ერთად, რომელიც მან მანამდე ჩვენს ქვეყანას დამართა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ ყოფილი პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ამის თაობაზე ინფორმაცია, ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. მე აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან მათაც დღეს ამის საპირისპირო განცხადების გაკეთება მოუწიათ, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად. სააკაშვილის დაკავება დღევანდელ, ამ სიმბოლურ დღეს, 1 ოქტომბერს დაემთხვა, ბუნებრივია, ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სულის ჩამდგმელი 1 ოქტომბრის, მე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლური დამთხვევაა. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, შეიძლება ასეც ვივარაუდოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   Mobile Tyres Reading
      
We will go that extra mile to ensure that you are happy with our service each and every time you place a Order with us at
Mobile Tyres Reading
16 ოქტომბერი 2021 17:54
#1   Best Social Plan
      
 Best Social Plan is the most trusted company for providing social media services. Within some years it has gained popularity as a reliable company to its customers. This company is now managing its activity successfully. It is proved number one company by its quality services. 
Best Social Plan
9 ოქტომბერი 2021 22:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი