აშშ-ის მთავრობამ $200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადასცა
02-10-2021, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების მკურნალობაში ქართველ მედიკოსთა დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ $200,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადასცა.

 


რადიოლოგიური სისტემა, რომელიც ინფექციურ ცენტრს გადაეცა ფილტვის სხვადასხვა უბანზე რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობით, უზრუნველყოფს ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში ვენტილაციის ვიზუალიზაციას, რაც ხელს უწყობს თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას.

 


PCR სისტემა, რომელიც ასევე საჩუქრად გადაეცა ცენტრს საშუალებას იძლევა, სრულად ავტომატურ რეჟიმში, რეალურ დროში 130-ზე მეტი სახეობის რესპირატორული თუ სხვა დაავადების გამომწვევი პათოგენის ანალიზს, რაც საგრძნობლად ამცირებს ტესტირების დროს.

 


რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა $110,000 დოლარის ღირებულების რენტგენის მობილური აპარატი, რომელიც ინტენსიური თერაპიის პაციენტების მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული. მობილური რენტგენი კრიტიკული პაციენტების ცვალებად მდგომარეობაზე განგრძობითი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენი დახმარების გაგრძელებაა რუხის საავადმყოფოსადმი, რომელშიც 2020 წლიდან 5,000-ზე მეტ COVID-19 პაციენტს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან ექვსასს უმკურნალეს. კლინიკაში ასევე აიცრა 31,000 ადამიანი, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრები 500 ინდივიდი.

 

 

აღნიშნული აღჭურვილობის საჩუქრად გადაცემა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში შეძლო.

 


ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი