2 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
02-10-2021, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით.

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 616 589-ს.

 

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.93%.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 82, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 455, აჭარაში - 355, იმერეთში - 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 106, იმერეთში - 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 19, იმერეთში - 24. 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 170 - აჭარაში. 15 282 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.

 


სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.

 


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 453 ადამიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი