„რუსთავი-2“- ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა.
„რუსთავი-2“-ის საქმის ირგვლივ შექმნილი დაძაბული ვითარება, ორი კვირის წინ, საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა. თუმცა, დღეს, ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის საერთაშორისო რეპუტციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დიპლომატები, მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან და სიტუაციის შეფასებისას, ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა.
გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად, აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვეს საგარეო იმიჯზე. უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის , გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.