ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება.
„ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო დღეს, ვფიქრობ, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.