„ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება“ - ეს მთავარი თემებია, რასაც პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე მისცა ხმა.
„მე მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება. საქართველოს სჭირდება ცვლილებები, რომ მივხედოთ საქმეს და ვიზრუნოთ წინსვლაზე. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ის თამაში, რასაც დღეს
ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნის ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ბეღლეთის ქაზე, 05.04 საარჩევნო უბანზე, სადაც ანა დოლიძემ არჩევანი გააკეთა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.
„დილის 10 საათზე მოვედი ჩემს საარჩევნო უბანში, აქ იდგნენ უბნის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ თანხა ჩაერიცხებოდა. „საქართველოს ბანკიდან გაშვებულია უკვე ფული, ლიბერთი ბანკიდან ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო“. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, ცვლილებას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.