ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდა, სადაც გაესაუბრა მოქალაქეებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს. ელჩმა საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დამკვირვებლის რანგში. ვეწვიე რამდენიმე საარჩევნო უბანს მარნეულში, აქ გასულ ოქტომბერსაც ჩამოვედი. კარგია უკან დაბრუნება და იმის ნახვა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩეველი მოდის. ხალხი გამოსულია, ხმას აძლევს, ისინი საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან", - განაცხადა დეგნანმა, რომლის კომენტარს აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.