„დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში ღამის რეესტრი და ღამის ნოტარიუსები“ - თეა წულუკიანი
06-11-2015, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში ღამის რეესტრი და ღამის ნოტარიუსები“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ახალ პოლიტიკურ ტოქ-შოუში „პოლიტიკა“ გააკეთა. აღნიშნული განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

 


„ღამე არაფერი მომხდარა. ჩვენი მმართველობის პერიოდში ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე. ვინც სააკაშვილის ცხრა წელი გამოიარა, კარგად ვიცით, რაც ხდებოდა ღამე, შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. და დღეს, რომ ვინმემ თქვას, რომ ღამე ისევ რაღაცეები ხდება, ეს ასე არ ხდება. რაც შეეხება „რუსთავი-2“-ს, ეს ტელეკომპანია გააგრძელებს არსებობას, მთავრობა და მე არ შევეგუებით იმას, რომ „რუსთავი-2“ აღარ იყოს ჩვენთან ერთად.

 


საქართველოში არ დაიღვრება სისხლი, არ იქნება დესტაბილიზაცია. საჭიროა, ეს აჟიოტაჟი ჩაცხრეს. დროა, ქართულმა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ წარსული ჩაბარდა წარსულს“ -აღნიშნა წულუკიანმა.

 


მინისტრმა სასამართლო პროცესის გამჭვირვალობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავად ურთმელიძის ადგილას, მეტად გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.

 


„ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა მაქვს ამის ამბიცია, რომ კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე. თუმცა, მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად გამოვიტანდი საჯაროობის პირობებში“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი