ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის, კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ორგანიზებისთვის.
თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ქართველი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს უბნებზე მშვიდ გარემოში დააფიქსირებს.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.