გიორგი გახარია: დღეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის
02-10-2021, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის"- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე დღეს მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

 


„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, თითოეული საქართველოს მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს დღეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე იმიტომ, რომ არავინ არ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო განსაკუთრებით ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს ქვეყანაში და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანით ჩვენ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.“

 


გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად ელოდება, რომ მეორე ტურში თავად გავა, ასე უპასუხა: „მე ყველგან ვიქნები“.

 


„ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია. ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. გულწრფელად მჯერა, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ. მეორე ტურში იქნება ეს, პირველ ტურში იქნება, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია წინსვლა"- განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი