15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 160 ათასმა ამომრჩეველმა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურები წარიმართება კანონმდებლობის დაცვით.
მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რაიმე არსებითი დარღვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს.
კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მოქალაქეს, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ პროცედურების მშვიდად წარმართვის, ხოლო ამომრჩეველს - ხმის მშვიდ გარემოში მიცემის შესაძლებლობა.
კენჭისყრის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები დარჩა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.