ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენ ხალხს ვულოცავ
02-10-2021, 20:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისთან, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა დასრულდა და ხვალიდან სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.

 


„დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო! დიდი პატივია დღეს ჩვენთვის მერვედ გამარჯვება! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ! ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას! მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი