ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის (დილის 8:30 საათი) გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისსა და ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დილის 7:15 საათისთვის 320 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორი მელიას 34.13%.
ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ ხმების სრულად დათვლის შემდეგ, არსებული სურათი მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს და თბილისში მეორე ტური გაიმართოს.
ასევე, მეორე ტური გაიმართება ყველა თვითთმართველ ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში - სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ - და ფოთში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.
ქალაქ რუსთავში 88 უბნიდან 42-ის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე მცირე უპირატესობით ლიდერობს. მას 44.53% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 44.34%.
ქალაქ ქუთაისში 124 უბნიდან 51 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას 43.75% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 41.86%.
ქალაქ ფოთში 33 უბნიდან 18 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს. მას 47.73% აქვს მიღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი უგულავას 37.44%.
ქალაქ ბათუმში 105 უბნიდან 38 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას 42.6% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს 41.07%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.