მერობის კანდიდატები, რომლებმაც ხმების 80%-ზე მეტი მიიღეს - „ქართული ოცნების“ საჩხერის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მერობის კანდიდატებმა 2 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს
03-10-2021, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი - 89.79% აქვს მოპოვებული „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის მერობის კანდიდატს, ლევანი ივანაშვილს. საჩხერეში, ამ დროისთვის 58 უბნიდან 55 უბანია დათვლილი.

 

 

საჩხერეს მოჰყვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. ნინოწმინდის 41-ე საარჩევნო ოლქში უკვე ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი დიდი უპირატესობით იმარჯვებს. მას ხმების 82.53% აქვს მიღებული.

 

 

ხმების დაახლოებით ასეთივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს მიღებული ახალქალაქის მერობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან მელქონ მაკარიანს - 82.22%. თუმცა აქ, ამ დროისთვის 71 უბნიდან 69 უბნის მონაცემებია ხელმისაწვდომი და შესაძლოა, საბოლოოდ მცირე პროცენტული ცდომილება დაფიქსირდეს.

 

 

ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში და საქართველოს სხვა 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება.

 


რაც შეეხება თბილისს, აქ 769 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის (12:15 სთ) 445 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები ასეთია:

 

 

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე 45.31%

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორი მელია 34.21%

 

 

„საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია 9.03%

 

 

„ანა დოლიძე ხალხისთვის“ - ანა დოლიძე 4.42%

 

 

„ლელო საქართველოსთვის“ - ანა ბიბილაშვილი 2.44%

 

 

„პატრიოტთა ალიანსი“ - გიორგი ლომია 1.49 %

 

 

დანარჩენ კანდიდატებს 1 პროცენტზე დაბალი აქვთ მიღებული.

 

 

ასევე, ამ დროის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება შემდეგ 15 მუნიციპალიტეტში:

 


თელავი (55 უბნიდან დათვლილია 42), სადაც „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს ხმების 47.18% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბოტკოველს 44.96%.

 


თიანეთი (20 უბნიდან დათვლილია 20), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლევან წიკლაურს ხმების 43.19% აქვს მიღებული, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - თამარ მეჭიაურს 30.09%.

 


ქარელი (40 უბნიდან დათვლილია 35), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს ხმების 45.77% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკოლოზ ახალკაცს 33.59%.

 

 

ხაშური (53 უბნიდან დათვლილია 46), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, თენგიზ ჩიტიაშვილს ხმების 44.29% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - იოსებ ბუაძეს 35.53%.

 


ცაგერი (42 უბნიდან დათვლილია 42), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს ხმების 49.34% აქვს მიღებული, „გახარია საქართველოსთვის“ - ბესარიონ ბენდელიანს 35.02%.

 


ბაღდათი (31 უბნიდან დათვლილია 30), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, კახა ენუქიძეს ხმების 49.52% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი რობაქიძეს 36.19%.

 

 

წყალტუბო (69 უბნიდან დათვლილია 26), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, გენადი ბალანჩივაძეს ხმების 47.86% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ზაზა მეტრეველს 43.64%.

 

 

ოზურგეთი (63 უბნიდან დათვლილია 28), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს ხმების 42.03% აქვს მიღებული, - დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს 28.53%.

 


სენაკი (44 უბნიდან დათვლილია 16), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას ხმების 41.41% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - კობა ნაყოფიას 40.23%.

 

 

მარტვილი (40 უბნიდან დათვლილია 32), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, თორნიკე ჯანაშიას ხმების 42.41% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თეიმურაზ ჯანაშიას 37.92%.

 

 

ხობი (33 უბნიდან დათვლილია 22), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, დავით ბუკიას ხმების 46.56% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ბესიკი შენგელიას 35.24%.

 


ზუგდიდი (109 უბნიდან დათვლილია 50), სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 47.31% აქვს მიღებული, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია 40.71%.

 


წალეჯიხაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 29 უბნიდან 24 უბანი აქვს დათვლილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას 41.02% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 37.17%.

 

 

ჩხოროწყუ (28 უბნიდან დათვლილია 17), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, დათო გოგუას ხმების 46.53% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ბადრი ქარჩავას 34.9%.

 

 

ხელვაჩაური (47 უბნიდან დათვლილია 43), სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ზაზა დიასამიძეს ხმების 42.9% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიშა ბოლქვაძეს 41.18%.

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დილის 7:15 საათისთვის 320 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორი მელიას 34.13%.

 


ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ ხმების სრულად დათვლის შემდეგ, არსებული სურათი მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს და თბილისში მეორე ტური გაიმართოს.

 


ასევე, მეორე ტური გაიმართება ყველა თვითთმართველ ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში - სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ - და ფოთში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

 


ქალაქ რუსთავში 88 უბნიდან 42-ის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე მცირე უპირატესობით ლიდერობს. მას 44.53% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 44.34%.

 

 

ქალაქ ქუთაისში 124 უბნიდან 51 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას 43.75% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 41.86%.

 


ქალაქ ფოთში 33 უბნიდან 18 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს. მას 47.73% აქვს მიღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი უგულავას 37.44%.

 


ქალაქ ბათუმში 105 უბნიდან 38 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას 42.6% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს 41.07%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი