წალეჯიხაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 29 უბნიდან 24 უბანი აქვს დათვლილი და პირველ ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა იკავებს. მას 41.02% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 37.17%.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს შორის, გულორდავას ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს მიღებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი - 89.79% აქვს მოპოვებული „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის მერობის კანდიდატს, ლევანი ივანაშვილს. საჩხერეში, ამ დროისთვის 58 უბნიდან 55 უბანია დათვლილი.
საჩხერეს მოჰყვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. ნინოწმინდის 41-ე საარჩევნო ოლქში უკვე ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი დიდი უპირატესობით იმარჯვებს. მას ხმების 82.53% აქვს მიღებული.
ხმების დაახლოებით ასეთივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს მიღებული ახალქალაქის მერობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან მელქონ მაკარიანს - 82.22%. თუმცა აქ, ამ დროისთვის 71 უბნიდან 69 უბნის მონაცემებია ხელმისაწვდომი და შესაძლოა, საბოლოოდ მცირე პროცენტული ცდომილება დაფიქსირდეს.
ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში და საქართველოს სხვა 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.