„კალაძე 55%-დან ჩამოვიდა 45%-ზე, თან რამხელა ფული და ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა?! მელიას 29% გაიზარდა 34%-მდე! აქ გახარია არაფერ შუაში აღარ არის, საკუთარ თავში უნდა ეძიოს ყველამ წარუმატებლობა და იმედების გაცრუება, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივსტი ლადო სადღობელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და ასკვნის, რომ „ბიძინა ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა, წასულია „ოცნების“ საქმე!
კალაძემ უფრო ნაკლები მიიღო, ვიდრე პარტიამ! აბა გამოიცანით რას ნიშნავს ეს?!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.
არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი, შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს... მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ცესკოს მიერ პირველადი მონაცემების გამოქყვენების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მას 45% აქვს, ნიკანორ მელიას კი 34%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.