„ბატონო ბიძინა, ნუღა აყოვნებთ. გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე მხარდამჭერი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.
„ბატონო ბიძინა, ნუღა აყოვნებთ. გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები. იცით, რომ ეს გარდაუვალია. მოგიწევთ მაინც მალე. ქვეყნისთვისაც და თქვენთვისაც უმჯობესია, კი არ მოგიწიოთ, არამედ თავად, სწრაფად, ღირსეულად და სახის შენარჩუნებით გააკეთოთ ეს, - დამარცხება გამარჯვების ფორმაა. უღირსი დამარცხება - სოციალური სიკვდილის.
გამოდით“, - წერს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.