მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას რუსთავის ციხიდან მიმართავს და მოუწოდებს მეორე ტურში „ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე“ გადავიდნენ
03-10-2021, 20:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, რუსთავის ციხიდან წერილს უგზავნის.

 


„ნიკა, ძვირფასო,​ მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა, მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.

 

 

ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ.

 


განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს! ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

 

არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.

 


ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.

 


ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი“,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში, რომელიც მისი Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი