ირაკლი ღარიბაშვილი: 100%-ით გიდასტურებთ, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განიხილება და ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს
03-10-2021, 20:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინდელმა არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წელს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება 2024 წლამდე არჩევნებს არ დაუშვებს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა 19 აპრილის უსამართლო შეთანხმება, რომელიც მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გააფორმა ნაცმოძრაობასთან.

 

 

“თვითმმართველობის არჩევნებში 47%-ის აღებით წერტილი რა თქმა უნდა დაესვა 43%-ის არსებობა- არ არსებობას, ზოგადად, ლეგიტიმაციის, სანდოობის პრობლემას და ასევე, ამ არჩევნების შედეგით საბოლოოდ დამტკიცდა და განმტკიცდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. რეალურად, გუშინდელმა არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა, დაამოწმა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და შემდეგ ახლა უკვე გუშინ. ასე რომ, ჩვენი მოსახლეობის წინაშე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, 100%-ით გიდასტურებთ, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განიხილება და ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. კიდევ ერთს დავამატებ, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა 19 აპრილის შეთანხმება და აქვე ვიტყოდი შემდეგს, რომ გუშინდელი არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა ეს უსამართლო შეთანხმება, რომელიც ჩვენ ცალმხრივად გავაფორმეთ ნაცმოძრაობასთან”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი