"რუსთავი-2"-ის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ამერიკის ელჩმა ქართულ მხარეს როგორც პირადი შეხვედრებისას, ისე საჯაროდაც უკვე გააცნო.
"შეერთებული შტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს "რუსთავი-2"-ის საქმის შედეგების გამო, მედიისა და პოლიტიკურ პლურალიზმზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო.
როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებულ, ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის. შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც აღვნიშნეთ და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა მესიჯი ქართულ მხარეს პირადად და საჯაროდაც.
არ მინდა წინასწარ გავაკეთოთ პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გვსურს, პოზიტიური შედეგი დავინახოთ საქართველოს ლიდერებთან ერთად. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს, რომ წინ ვერ წავიწიეთ. გვსურს გაუმჯობესდეს ვითარება, ვიდრე ეს დღესაა,"- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.