ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიას ფაქტორს ჰქონდა ორი მიზანი - პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო და ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან
03-10-2021, 20:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა. ჩვენ ამის თაობზე არაერთი ანალიზი გვითქვმს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, მას ჰქონდა ორი მიზაანი - პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო დქა ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან.

 

 

„ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა. ჩვენ ამის თაობზე არაერთი ანალიზი გვითქვმს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა. მას ჰქონდა ორი მიზანი და მისია - პირველი, ის, რომ როგორღაც ჩვენ 43% არ აგვეღო. მათი გათვლა იყო, რომ გახარია გავიდა, ბატონი ივანიშვილის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი პარტიის რეალობაში და ისტორიაში და ამ ფონზე მთი მოლოდინი იყო, რომ ჩვენი პარტია ვერ გადასცდებოდა არათუ 43, არამედ, 40%-ს. მათი მოლოდინი ეს იყო, ძალიან პრიმიტიული, ბავშვური გათვლა ჰქონდათ. ამ გათვლაში და პროვოკაციში თავიდანვე ჩაითრიეს გახარიია. პირველი მისია იყო, რომ 43% არ აგვეღო და მეორე - თბილისში გამართულიყო მეორე ტური კახი კალაძესა და ნიკა მელიას შორის. პირველი მოიხსნა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ პრაქტიკულად ეს შეთანხმება და შედეგიც ვნახეთ, ჩვენ 47% ავიღეთ. მეორე - ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, მათ დააანონსეს რეფერენდუმი, ყველაფერი ჩადეს, ჩადო პირადად სააკაშვილმა და მისმა ყველა აგენტ-მოკავშირემ, იქნებოდა ეს გახარია თუ სხვა სატელიტი პარტიები, „ლელო“ და ა.შ. ჩადეს ყველაფერი და მიიღეს ის, რაც მიიღეს - დაამთავრეს კრახით. ასე დაასრულებენ ყველაფერს, როცა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავენ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, გახარიას როლი ეს იყო ის, რომ 7-8% დაახლოებით წაიღო ჩვენი შუაში მყოფი ამომრჩევლის ნაწილიდან, ასევე დაემატა მიხეილ საკაშვილის შემოსვლა თუ შემოპარვა და ეს ყველაფერი აისახა შედეგებზე. მაშინ, როდესაც ველოდით კახა კალაძის 53-54%-იან გამარჯვებას. თუმცა მე მჯერა, რომ უფრო მეტს აიღებს კახა მეორე ტურში და იმედი მაქვს, რომ დავხურავთ ამ თემას თბილისში და ძლიერად გაიმარჯვებს თბილისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი