ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლიერი ვარ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩამომიყალიბდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და ციხეში მყოფი სააკაშვილი ვეღარ გახდება რაიმე ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი
03-10-2021, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო პერიოდში უკრაინასთან, მანამ, სანამ დავინიშნებოდი პრემიერ-მინისტრად და შემდეგაც, დავიწყეთ ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, პრეზიდენტი იმყოფებოდა ვიზიტით უკრაინაში, მანამდე ჩემთან ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი ვიყავი, როდესაც ავამუშავეთ კონტაქტები, შემდეგ პრემიერი ჩამოვიდა, შემდეგ მე ვიყავი ჩასული და ძალიან კარგი, მეგობრული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის ადმინისტრაციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერია იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მას ჩამოუყალიბდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და მის ადმინისტრაციასთან.

 

 

„თუნდაც მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე იქნება, სააკაშვილზეც აღარ ვიტყვი დეტალებს, ყველაფერი არის ძალიან პოზიტიური ჩვენს ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი, მით უმეტეს ციხეში მყოფი სააკაშვილი ვეღარ გახდება რაიმე ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი. ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, იქ ეუბნება თანამშრომლებს, რომ სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ეს კაცი. რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი მოხდებოდა, არაფერი მოჰყვებოდა მის შემოპარვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, კაცზე, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, ეს კატასტროფაა პირდაპირ და შეურაცხმყოფელია. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ, რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი