ღარიბაშვილმა სააკაშვილის გეგმა გაამჟღავნა: ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია
04-10-2021, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე არის და იყო წამსვლელი ეს კაცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, თუ რა სცენარი იყო დაგეგმილი.

 


„მათი გეგმა რა იყო, შიდა ინფორმაციები რაც გვაქვს ჩვენ და მათ შორის, ჩვენს სპეცსამსახურებს რა ინფორმაციაც ჰქონდათ და აქვთ, თუმცა არ მინდა კიდევ შორს წავიდე, მაგრამ ძალიან მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე არის და იყო წამსვლელი ეს კაცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით. კულმინაციის დროს მაქსიმუმ 10 000 კაცის მობილიზებას ალბათ შეძლებდნენ და პოლიციას, ბუნებრივია, მაშინ მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის, სპეცსაშუალების გამოყენებაც მოგვიწევდა და ამ დროს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, პირდაპირ გიცხადებთ, შიდა ინფორმაცია არის, მათი ერთ-ერთი ვერსია ასე განიხილებოდა, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია, სრულად დავკარგავდით ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობას, უცხოეთში აჩვენებდნენ, რომ ნახეთ რა ხდება, ხოცავენ პირდაპირ ოპოზიციის ლიდერებს და რეალურად, მაშინ მოითხოვდნენ უკვე, არა თუ სააკაშვილის დაკავებას, არამედ მთავრობის გადადგომას, ეს ერთი და მეორე - ახალი არჩევნების დანიშვნას. თქვენ თუ გესმით, რა მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს მოსახლეობას და ხალხს, ამას გიყვებით სრული პასუხისმგებლობით.

 


კაცმა, ამ მართლაც ავადმყოფმა ადამიანმა, დაიჯერა და ალბათ ჩვენც დავაჯერეთ კარგად და მადლობა ჩვენს ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებმაც დააჯერეს, რომ აქ სიტუაცია იმდენად ღია იყო და ყველაფერი შეიძლებოდა, რომ დაიჯერო, ამას გააკეთებდა ჩვენს დროს, ჩვენს პირობებში. მე ადრე ვუთხარი და მინდა გავახსენო ამ ადამიანს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, ცეცხლს ეთამაშებიან პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ ჩვენ, მეორედ ამ ადამიანებს არ დავანგრევინებთ ქვეყანას და არავის არ ავარევინებთ ქვეყანას, ეს ერთი და მეორე ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ გამოიარა, 90-იანი წლები, ძმათა შორის მკვლელობა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს, ჩვენი მოქალაქეები არ აპატიებენ, ჩვენი ხელისუფლება არ აპატიებს ამას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და მოვუხმო მათ გონიერებისკენ. ვიცი, რომ მათ პარტიის შიგნითაც კი, მათ შორის, მელიაც კი წინააღმდეგი იყო ამ სცენარის და მათ შორის იყო და არის დიდი ბრძოლა და მელია არის ძალიან ბედნიერი, სხვათაშორის, რომ მიშა არის ციხეში. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ არ ესმით ამ ადამიანებს, რომ ეს არ არის 2003 წლის ხელისუფლება, ეს არ არის 90-იანი წლების ხელისუფლება, ჩვენ ვართ სხვა ხალხი და მაინცდამაინც, თუ უნდა დაიჯერონ, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ, დიახ ბატონო, ვაკონტროლებთ მათ ყველა პროვოკაციულ ქმედებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი