მიკვირს, რატომ დაუჭირა, ზუგდიდში ამხელა პროცენტი რატომ აიღეს, იმიტომ, რომ თუ რამე ხდებოდა, ტანჯვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, იმ მხარეში ხდებოდა, ამ სადისტების მეშვეობით. სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვს მისთვის ორჯერ გადაცემული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, მსგავსი სადისტების მეშვეობით ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება.
„ხილი ნაყოფით ამოიცნობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვუყუროთ შედეგს და გაკეთებულ საქმეს. შეიძლება ძალინ ბევრი რაღაც დააბრალო ადამიანს, მაგრამ თუ მის სიტყვას არ მოჰყვება ქმედება, სიტყვა რჩება სიტყვად და საქმე რჩება გაუკეთებელ საქმედ. თქვენ ახსენეთ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, დაწყებული ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოსთან იდეალური ურთიერთობები, მათ შორის ჩემს დროს გახსნილი ერთობლივი წვრთნების ცენტრი კრწანისში. ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით პროგრესი და ხელშესახები პროგრესი ჩვენი მოსახლეობისთვის.
რუსულმა ჯარმა ჩვენი ტერიტორია დატოვა 2007 წელს. სააკაშვილის უგუნური პოლიტიკიის შედეგად, მათ ვერ აირიდეს პროვოკაცია და უკან შემოაბრუნეს ჯარი. ცხინვალის მიმართულებით იყო მიმოსვლა, ნდობის აღდგენის პროცესი, სავაჭრო ურთიერთობები და ამ კაცმა დაანგრია ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერ აირიდა თავიდან ელემენტარული პროვოკაცია. დაგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიები. მანამდე კოდორის ხეობა გაამოაცხადა ზემო აფხაზეთად. კოდორის ხეობაც წაიღეს და დავკარგეთ კოდორის ხეობა. დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი და დევნილად იქცა ათასობით ადამიანი. ამის შემდეგ გამოვიდა კაცი ტელეთერში და თქვა, ქვების გროვა იყო და რა ტერიტორიები ჩავაბარეთო. მინდა ვინც მას მხარი დაუჭირა, ვუთხრა, რომ დიდ შეცდომაში არიან შესულები და ტყუილად სჯერათ მისი ეშმაკისეული პროპგანდის და დემაგოგიის. ამის შემდეგ, მოღალატე, ერის და ქვეყნის გამყიდველ კაცს რომ მხარს დაუჭერ, თანამონაწილე ხდები. როცა აგვვისტოს ომი დსრულდა, რუსთაველზე გამოიყვანეს ეს გაუბედურებელი ხალხი და კონცერტი გამართეს და „მიშა, მიშა“ აყვირეს, მაშინ, როცა ჩვენი მიწების, საამხედროების ცხედრები იყო გამოსაყვანი. აღარ გავიმეორებ, რაც ხდებოდა - ბიზნესის დატერორება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, უბედურება, რაც ხდებოდა.
ჩემი მინისტრობის დროს გამოვიძიეთ ძალიან გახმაურებული საქმეები, მათ შორის კასრების საქმე. ეს ხდებოდა სამეგრელოში. მიკვირს, რატომ დაუჭირა, ზუგდიდში ამხელა პროცენტი რატომ აიღეს, იმიტომ, რომ თუ რამე ხდებოდა, ტანჯვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, იმ მხარეში ხდებოდა, ამ სადისტების მეშვეობით. სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვს მისთვის ორჯერ გადაცემული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.