ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება
04-10-2021, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

 

„დღეს შევაჯამეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:

 


„ქართული ოცნება“ 1 331; „ნაციონალური მოძრაობა“ 502; „საქართველოსთვის“ 109 ; „ლელო“ 27; „ევროპული საქართველო“ 18; „მესამე ძალა“ 8; „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 6; „პატრიოტთა ალიანსი“ 5; „ევროპელი სოციალისტები“ 4; „ლეიბორისტული პარტია“ 3; „სახალხო პარტია“ 3; „პროგრესი და თავისუფლება“ 2; „ანა დოლიძე ხალხისთვის“ 2; „მოქალაქეები“ ერთი; „გირჩი“ ერთი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთი; „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ორი. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68 პროცენტამდეც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ ისინი ერთპარტიულად ქმნიან მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში.

 


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოებში მიიღო მანდატების 25 პროცენტი, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად – მანდატების ცხრა პროცენტი. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კობახიძემ.

 


მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 44 მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ქართველი ამომრჩევლის 47 პროცენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ.

 

 

პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება და შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის. დასასრულს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი