შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარეო მთავარ სამმართველოებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად დაადასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილება აჭარისა და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსის თანამდებობას შეეხო. აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა, მან ვალერი თელია შეცვალა. ხოლო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი მდინარეძემ გოჩა ფერსაშვილი ჩაანაცვლა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ფერსაშვილი და ვალერი თელია კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.