უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური არ იზიარებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მმართველმა გუნდმა არადიპლომაიური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკაოს.
როგორც დეპუტატი ამბობს, გიორგი მარგველაშვილმა განცხადებების გამო განმარტება არა მმართველ გუნდს, არამედ თავად დიპლომატებს უნდა მოსთხოვოს.
„განმარტების მოთხოვნა არა დიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით მან განმარტება ელჩებს უნდა მოსთხოვოს, თუ რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ ვინმეს განცხადებებში ნიშნებს დაინახავს, რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის, რომ ასე ჩვენს განმარტებებს დიპლომატიური ან არადიპლომატიური უწოდოს", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.