GUARDIAN.GE - რუსთავის ციხესთან საქართველოს ყოფილი პრეზიხენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩასულმა ნიკანორ მელიამ მედიასთან კომენტირებისას თქვა, რომ „საქმე არის ბოლომდე მისაყვანი“ და მათი ამოცანაა მეორე ტურში ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამარჯვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს „სალაპარაკო აღარ ჰქონდეთ“.
„ბატონ ღარიბაშვილს უფრო დამაჯერებლად გაეცემა პასუხი, ვიდრე გაეცა და გაეცა ნაწილობრივ უკვე ყველა დიდ ქალაქში, მაგრამ საბოლოო საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ 30 ოქტომბერს. თუკი რამე ვერ წარმომიდგენია, სულ მაინტერესებს, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კობახიძე, ოპოზიციაში გადასვლას ხომ უნდა უშვებდნენ და ხომ უნდა ფიქრობდნენ, რომ ოპოზიციაში მყოფი ბატონი ღარიბაშვილი იქნება პოზიციაში, რომ რაღაც უნდა გელაპარაკოს, რაღაც კომენტარი ხომ უნდა გააკეთოს მედიასთან თანდასწრებით. ამიტომ, ბოლომდე თავს ნუ დაიმცირებს და ნუ ჩაიგდებს უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ძალიან მალე ბატონი ღარიბაშვილი იქნება ოპოზიციაში და მოუწევს მერე ამ ყველაფერზე პასუხების გაცემა, მაგრამ ჩვენთვის, ციხეში ვიქნებით, გარეთ ვიქნებით, მიხეილ სააკააშვილი მალე გამოვა თუ ცოტა ხანში მოუწევს ციხეში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა მიხეილ სააკაშვილი და მონაწილეობას მიიღებს იმ ზეიმში, რომელსაც გავმართავთ ყველანი... [გამოვა] ძალიან მალე. მე ვაპირებ 100 ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად გამარჯვებას, მე როგორც კანდიდატი, გამარჯვებას ვაპირებთ ჩვენ. თბილისიც უნდა მოვიგოთ, ქუთაისიც უნდა მოვიგოთ, თელავიც უნდა მოვიგოთ, რუსთავიც უნდა მოვიგოთ, ზუგდიდი პრაქტიკულად მოგებული გვაქვს, მაგრამ გავაფორმოთ ბოლომდე, ფოთიც, სენაკიც. აი, ეს ქალაქები უნდა მოვიგოთ, რომ სალაპარაკო აღარ ჰქონდეთ ბატონ ღარიბაშვილსაც, აღარ ჰქონდეს ბატონ ივანიშვილსაც. ჩვენ ეს გავაკეთეთ და საქმე არის ახლა ბოლომდე მისაყვანი. ეს არის და ეს“, განაცხადა ნიკანორ მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.