ლიბერთის პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება
04-10-2021, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთის ახალი პროექტის „შეხვედრები ახლებურად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმერეთში გაიმართა.

 


სვანეთის, სამეგრელოს, გურიის და რაჭის შემდეგ, ლიბერთის მხარდაჭერით, უფროსი თაობის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე და მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდნენ.

 


დათო ტურაშვილის თქმით, მისთვის პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

 


„მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ძალიან მომეწონა, რომ შემახსენეს, რომ არსებობენ ისეთი ასაკის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან ახალგაზრდები და ვინ იცის, ყველაზე ძალიან სჭირდებათ ყურადღება, თანადგომა, ელემენტარული ურთიერთობა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩვენც ბევრი ვილაპარაკეთ და მათაც ბევრი ისაუბრეს, ბევრი რამ გვკითხეს და რაც მთავარია, მივიღე ის, თურმე რაც გვაკლია ყველას, ეს არის მათი გამოცდილება, მათი სითბო, მათი დამოკიდებულება და სიყვარული“,- ამბობს მწერალი.

 


მაია თორთლაძე: ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ძალიან დიდხანს ემახსოვრება აქ შეკრებილ ადამიანებს და ძალიან დიდი სტიმული იქნება მათ მომავალ საქმიანობაში.

 


შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა უფროსი თაობის ადამიანებისთვის.

 


ანრო ცირეკიძე, პედაგოგი: დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში იმ მხრივ, რომ ამ დღემ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ არ დავბერებულვარ და კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება.

 


„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

 


ლიბერთის ახალი პლატფორმის საშუალებით უფროსი და ახალგაზრდა თაობის მომდევნო სამი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი