საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში და მათში მოკავშირეებისა და მეგობრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.