საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების მიზნით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
05-10-2021, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 


"საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,8 მლნ ჰა-ს შეადგენს, მათ შორის, დაახლოებით, 500 ათასი ჰექტარი ეროზიულია. საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის მრავალწლიანი ექსტენსიური ძოვება, სიმჭიდროვის ზრდა და საძოვრების არარაციონალური გამოყენება. უსისტემო გამოყენების შედეგად, მცირდება ნიადაგის ზედაპირის ბალახოვანი საფარი. საძოვრების არარაციონალური გამოყენება და ბალახის საფარის განადგურება იწვევს ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას.

 

 

ახალი პროგრამის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3219 ერთეული მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართი - 89 905 ჰექტარი, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობაზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენა, რაც თავის მხრივ, საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

 

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ასევე, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა).

 

 

პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაურეგისტირებელი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების გამოვლენასა და დარეგისტრირებას მათი ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით. ასევე მოხდება შესაბამისი კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების დადგენა.

 

 

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცემა აუქციონის წესით, 3-წლიანი იჯარით, ხოლო საძოვარი რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე - ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი