პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, რომელიც დედაქალაქში მესამე ადგილზე გავიდა და რომლის პარტიამაც ასევე მესამე ადგილი მოიპოვა 2 ოქტომბრის არჩევნებში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეორე ტურში საკუთარ ამომრჩეველს ვერავის მხარდაჭერისაკენ ვერ მოუწოდებს ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას შორის.
„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტიურად თქვა რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას - ვუთხრათ რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა გახარიამ და ამის მიზეზი ახსნა.
„მიზეზი არის ძალიან მარტივი - თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი - ეს პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას ქმნის და ქვეყანას წარსულში აბრუნებს“, - აღნიშნა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.