საქართველოს უმაღლესმა საკანონომდებლო ორგანომ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი არ ყოფილა.
იქამდე, საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საკუთარი სურვილით, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში 3 აგვისტოს წარადგინა.
20 ივნისის საქმის გამო, მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამოართვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.