გიორგი გახარია: ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა
05-10-2021, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის და შემიძლია ვთქვა - თავდადებისთვის. იმიტომ, რომ ასეთ გაუგონარი წნეხის მიუხედავად ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ქვეყნის განახლებას და ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 


გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პროცესში მხარდამჭერებსა და წევრებზე ორგანიზებულად მიმდინარე ზეწოლაზე, დაშინებასა და დევნაზე ისაუბრა, ისევე როგორც არჩევნების დღეს დარღვევებზე და მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვაზე. მან არჩევნები არასამართლიანად შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის მიუხედავად მოქალაქეების გამოხატული მხარდაჭერით პარტიამ შეძლო ორპარტიული მმართველობის დასრულებისთვის კონსტიტუციური ბერკეტის შექმნა.

 

 

„რეალობა გახლავთ შემდეგი - ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა პარტიების, რომლებსაც ორივეს აქვს აშკარა მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. ამიტომ დღეს თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო“, - თქვა გახარიამ.

 


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ პარტია გამოხატული მხარდაჭერით საკრებულოების დონეზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში იქნება წარმოდგენილი და ისინი თითოეული მხარდამჭერის ხმის დაცვას აგრძელებენ.

 


„თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები. ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას“,- აღნიშნა გახარიამ

 

 

მან მეორე ტურებში გასულ კანდიდატებსაც გამოუცხადა მხარდაჭერა.

 


„მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატურაზე და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მაჟორიტარს, რომელიც წარდგენილი არიან ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ.“ - განაცხადა გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი