"არც დვალთან და არც საყევარიშვილთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო" - ძმები ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
07-11-2015, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

"არც დვალთან და არც საყევარიშვილთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო" - აცხადებენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის 91 პროცენტიანი წილის მფლობელები.

 

 

 

ამ თემასთან დაკავშირებით, ლევან და გია ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებას guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.

 


"გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.

 


ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია "იმედში" სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.

 


სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, "რუსთავი 2"-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი-2"-ის დროებითმა მმართველებმა, დვალმა და საყევარიშვილმა, ძმებ ყარამანიშვილებს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. განცხადებაში, ისინის ყარამანიშვილებს სთხოვდენენ, წარმოედგინათ მათთვის სასურველი კანდიდატი, რომელსაც ტელეკომპანიის მართვაში სრულ უფლებამოსილებას მიანიჭებდნენ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი