„მიშა შიმშილობს და მე აქ გემრიელ სადილებს გემოს ვერ ჩავაყოლებ, კისერში გამეჩხირება ლუკმა, საქმე თუ არ გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარინა მაკნამარა Facebook-ზე წერს და მოუწოდებს ემიგრანტებს, საქართველოში საპროტესტო აქციებს მხარდასაჭერად ფინანსური დახმარება გაიღონ.
„მიშაზე უფრო ჭკვიანები ნუ გავხდებით და არც შევეჯიბროთ მომავლის ჭვრეტაში. რასაც ის მოგვიწოდებს, დავუჯეროთ და ისე მოვიქცეთ. მიშას მისი უერთგულესი მხარდამჭერები ისე ვუცხადებთ სოლიდარობას, როგორც შეგვიძლია. ბევრი ემიგრანტი ჩავიდა საქართველოში. ბევრი (ჩემსავით) ობიექტური მიზეზის გამო ვერ წავიდა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აქედანაც ვაკეთებთ, შიძლება უფრო მნიშნელოვანსაც. საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა და ფინანსურად გამაგრება უნდა. ფონდი #ძალაერთობაშია ამერიკულმა ჯგუფმა სექტემბრის თვეში $2,600.00 გააგზავნა და კვლავაც აგრძელებს ფონდების მობილიზაციას. ყოველ $20-ს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი მსხვილი დონორები: მერი ლობჟანიძე-$500, ნანი თაბაგარი-$300, თამარ გაბედავა $300 , ნინო ცერცვაძე -$300.
საავადმყოფოები ამერიკაში კერძო საკუთრებაა მეტწილად, მაგრამ ყველას ჰყავს დონორები და კომიტეტი, რომელიც აკეთებს „ფანდრეიზინგს“. მერე დონორების სახელებს ვარსკვლავებთან ერთად ათავსებენ კედლებზე. იწყება იმათი ვარსკვლავით, ვისაც ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს გაკეთებული და და ასე შემდეგ. მეც ჩემი ვარსკვლავები მყავს, მაგრამ მე მათ დიდ და პატარა ვარსკვლავებად არ ვყოფ, ყველა ჩემი კაშკაშა ვარსკვლავი და დონორია. ზოგი $13-ზე მუშაობს საათში, მაგრამ თვე არ გავა, რომ 100 და 50 დოლარი არ გადმორიცხოს. მაგრამ არც იმ ადამიანების გულუხვობის იგნორირება მინდა და უნდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ფონდის ხერხემალი.
მიყვარხართ და მეამაყებით!
ძალა ერთობაშია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მიშა შიმშილობს და მე აქ გემრიელ სადილებს გემოს ვერ ჩავაყოლებ, კისერში გამეჩხირება ლუკმა, საქმე თუ არ გავაკეთეთ!
Mikheil Saakashvili ჩემი პრეზიდენტია“, - წერს მარინა მაკნამარა სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.