თავს უფლებას მივცემ და მინდა გავაფრთხილო ქართველი ხალხი, საზოგადოების ყველა ფენის რიგითი წარმომადგენელი, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული თანხმობა, დემოკრატიული განვითარება, სამართლიანობა, მშვიდობა და კეთილდღეობა!
დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური ატმოსფერო არის უკიდურესად დაძაბული, რაც აიხსნება ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის რადიკალური დაპირისპირებით, სადაც წამყვან როლს "თამაშობენ" - "ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა“ (ქოცები და ნაცები)!
დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან და დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, - „პოლიტიკური რადიკალიზმი“, - საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უპირველეს განსაცდელად გადაიქცა, რაც უკვე 30 წელია აფერხებს ქართული სახელმწიფოს ინტენსიური, დემოკრატიული და სამართლიანი მშენებლობის პროცესს, რასაც თან ახლავს ქვეყნის ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა, რამაც მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი სავალალო შედეგი მოგვიტანა, - სისხლისღვრაც კი! დიახ, სწორედ 30-წლიანი პოლიტიკური რადიკალიზმის შედეგია, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა ცივილიზებული პოლიტიკური ურთიერთობების დაწესება და მისი შენარჩუნება, პოლიტიკაში ჩაბმული პერსონების მიერ პოლიტიკური ანა-ბანას შესწავლა და მათი პროფესიული აზროვნების ამაღლება! დიახაც, თავს ნუ მოვიტყუებთ, დიდად სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად საგანგაშოა, რასაც უწინარესად განაპირობებს:
ა) პოლიტიკური რადიკალიზმი!
ბ) პოლიტიკურ რადიკალიზმზე დაფუძნებული - ხელისუფლების შენარჩუნების და ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი, ხარბი, ცხოველი სურვილი!
გ) პოლიტიკური რადიკალიზმითაა გამოწვეული, - ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება მანკიერი საარჩევნო სისტემის საშუალებით, საარჩევნო პროცესის და არჩევნების შედეგების გაყალბებით და ფალსიფიცირებით!
პ.ს. ქართველნო! მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რადიკალიზმისგან გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველო, ქართველი ხალხი შეძლებს თანამედროვე სახელმწიფოს აშენებას! ამიტომ, ის პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც რადიკალიზმზე აკეთებენ აქცენტს (სიძულვილის და ზიზღის ენა, ცინიზმის ტირაჟირება, საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და სხვა) იცოდეთ, რომ ისინი, ნებსით თუ უნებლიედ, - საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ქართველი ხალხის ერთიანობის მტრები არიან, მათ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ, და არა ჩვენი ქვეყნის და ხალხის აწმყო და მომავალი!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.