GUARDIAN.GE - „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება, განმარტა თუ რატომ უჭერდა მგზნებარედ მხარს ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს და გაიხსენა, როგორ მივიდა მაშინ „ღმერთისგან გამოგზავნილი“ ივანიშვილის მხარდასაჭერად არჩევნებზე საკუთარი კალმით.
„2012 წელს ჩემი კალმით ვიყავი მისული არჩევნებზე, 8 საათზე ვიყავი უკვე კარებთან, 47-ე საჯარო სკოლის კარებთან. ახლა რომ ვაანალიზებ, რატომ იყო ეს? იმიტომ, რომ გირგვლიანის საქმეზე ძალიან ისეთი რეაქცია მქონდა, როგორც ყველა ქართველს და მურუსიძის ეს უნამუსო გადაწყვეტილებები და ყველაფერი და მურუსიძე არათუ დასაჯეს, დააწინაურეს კიდევაც. მე მეგონა, რომ ღმერთის გამოგზავნილი კაცია ბიძინა ივანიშვილი, ნამდვილად ასე ვფიქრობდი, გეუბნებით. ამიტომ მქონდა შვილთან [შეხლა-შემოხლა]. არა მარტო მე, ჩემი მეუღლეც, ასე ვფიქრობდით, მჯეროდა, რაღაც ჰიპნოზი გამიკეთეს, თუ რა. ნიკასთან რომ მქონდა ასეთი შეხლა-შემოხლა, პირველ დღეებში რომ ვაქებდი, ვადიდებდი ამ ბიძინა ივანიშვილს, ნიკამ ხუთი თითი აიღო და ჩამომითვალა, ნახავთ ეს კაცი რას გააკეთებსო. ყველაფერი მითხრა, გარდა კანაფის პლანტაციებისა და ეს ყველაფერი შეასრულა ბიძინამ და როგორ შემიძლია ამათ გვერდით ვიდგე ახლა, როცა ვხედავ, რომ საქართველო იღუპება, როცა საქართველოს მიათრევენ ისევ რუსეთისაკენ, როცა ცივილიზაცია აგერ არის, როცა ევროკავშირში გვინდა შესვლა, როცა გვინდა ნატოში შესვლა, როცა გვინდა რომ ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ხალხი გააღარიბეს, პურის ფულს ვერ შოულობენ, სწავლა-განათლება არ არის, არაფერი. ხალხი ემიგრაციაშია წასული, ზუგდიდის სოფლები დაცლილია“, - განაცხადა ანზორ მელიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.