გოგა ხაინდრავა: „ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის [ხატია დეკანოიძე] ხმის მიცემა, საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას“
06-10-2021, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თვითმმართველობის არჩევნებმა ქართული პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამაგვირგვინებელი აქტი შეასრულა და დღეიდან მოყოლებული, იმედი მაქვს, ეს აბსურდის თეატრი დასრულდება ქვეყანაში, – განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა, „ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ.

 


მისი თქმით, წერტილი დაესვა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „დროას“, „ხალხისთვის“ და ასეთი პარტიების პრეტენზიას იმაზე, რომ ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ.

 

 

ხაინდრავა ქუთაისში, 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგსაც შეეხო და თქვა, რომ „ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის [ხატია დეკანოიძე] ხმის მიცემა, საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ეს ქალაქი“.

 


კინორეჟისორის შეფასებით, „ეს იუმორიც აღარ არის, ეს შავი იუმორია“ და „როგორ შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა“.

 


„აბსურდის თეატრის პირველი ფაქტორი ალბათ ის არის, როდესაც ადარებ თბილისში მერობის კანდიდატ ობგუნუჯუს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიების შედეგებს. ეს მართლაც მეტყველებს, რა მხარდაჭერა აქვთ ამ ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და რეალობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან კარგია. ამ პოლიტიკური აბსურდის დამთავრების შემდეგ იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. სამი წელი საკმარისი დროა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ისეთი ადამიანების გაერთიანებით, ვინც არც კრიმინალით, არც სააკაშვილის ერთგულებით და სახელის გადარქმევით იქნება გამორჩეული.

 


რეალურად, დღეს ქართული ოპოზიციური სივრცე არის უმეცარი, კრიმინალში ეჭვმიტანილი და ადვილი შემოსავლების წყურვილით ანთებული ადამიანების თავყრილობა. მჯერა ქართულ საზოგადოებაში არის იმდენი ინტელექტი, რომ ეს სიბნელე ჩანაცვლდეს რაღაც ახლით, რადგან საქართველოს სჭირდება განახლება. როდესაც ობგუნუჯუსნაირ შედეგს დებ, სირცხვილით სახლში უნდა წახვიდე და საერთოდ პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილს, ეს ჭირი და სარკომაა ქვეყნის, ეს არის უბედურება. ეს არის გაერთიანება ბნელების, კრიმინალების და როგორც იქნა, მათი ბელადი აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა იყოს და იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც ყველასთვის ცნობილი იყო. თუმცა, ყველა ცდილობდა, ამაზე ხმამაღლა არ ესაუბრა. ამათან დაკავშირებით, სახალხო – ნაციონალური მოძრაობის დამცველი ქალბატონო ლომჯარია რომ არის, იმას მინდა, ვკითხო საჯაროდ – მას მერე, რაც მან სააკაშვილი მოინახულა საპატიმროში, ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკზე ტესტი თუ არა? მინდა, ამაზე მიპასუხოს.

 


ქუთაისზე ლაპარაკიც აღარ მინდა, ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის ხმის მიცემა, ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ეს ქალაქი. ეს იუმორიც აღარ არის, ეს შავი იუმორია. სხვანაირად არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ ან შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ვფიქრობ, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი