ზვიად შალამბერიძე სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა
06-10-2021, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ამ მიმართილებით რეგიონში 2021 წელს აშენდა 7 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. ამჟამად მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 19 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება ჯამში 64 მლნ ლარზე მეტია.

 

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, სიმბოლურად სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა, დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

 

"საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რის ფარგლებშიც წელს უკვე იმერეთში 7 ახალი სკოლა აშენდა და მოხდა 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას სანამ თითოეულ ბავშვს, როგორც სკოლის მოსწავლეს ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს არ ექნება ის პირობები, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული", განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 


100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.

 

 

აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული.

 

 

რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

 


სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი.

 


შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.

 

 

სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი