უწმინდესობის დავალებით მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა. ასევე, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.
„ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ პატივს სცემს და მოვიკითხო. რაც შეეხება საკითხს შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მის შეცვლას არ აპირებს. მე არ ვყოფილვარ მის საკანში, შევხვდით ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც არის მიღებების საშუალება. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ დაუბრუნონ. სხვა არაფერი უთქვამს. მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე, ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მშვიდად და წყნარად ვისაუბრეთ.
სახარება მოვიტანე მოოქროვილი და ასეთი ამანათის შეგზავნა პროტოკოლიდან გამომდინარე არ შეიძლება, გვითხრეს, რომ თუ იქნება ჩვეულებრივი ყდით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენ, როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, ყოველთვის მივდივართ და ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. პატრიარქმა შეარჩია თავად ეს სახარება. სხვათა შორის სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მოვუტანე და იმას შეუგზავნიან“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.