პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებს „ერთი დიდი სცენარის მარიონეტებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მას ვერ „გაამწარებენ“.
„ქართული ოცნება“ მე უბრალოდ ვერ გამამწარებს მარტივი მიზეზის გამო - დღეს იქ ვინც არიან ბოსები და ვინც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს - ამ ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და შესაძლებობა არ აქვთ - ზოგი წერილს წერს, ზოგი რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, როგორ შეიძლება ამათ მე გამამწარონ. მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ეს ადამიანები კალეიდოსკოპში იცვლებიან - დღეს ერთია, ხვალ მეორეა. მათ ეს მისია და ფუნქცია გააზრებული არ აქვთ - ისინი მარიონეტები არიან ერთ დიდ სცენარში.
„რა უნდა დამაბრალონ - გადატრიალება დამაბრალეს, ქართული მიწების გაყიდვა დამაბრალეს, მოღალატეობა დამაბრალეს, ნარკომანობა დამაბრალეს - კიდევ რა უნდა დამაბრალონ, რითი უნდა გამამწარონ? მე ვიცი ერთი რამ, რომ მე და ჩემი გუნდი - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფო“, - განაცხადა გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.