უკვე მრავალი წელია, რაც აშშ–ები ყველანაირ დახმარებას უწევს დამოუკიდებელ საქართველოს! ეს შეეხება ყველა სფეროს ეკონომიკიდან დაწყებული და განათლებით დამთავრებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ–ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და რუსეთის მხრიდან ჩვენი 2 რეგიონის ოკუპაციის ფონზე, ჩვენი სეპარატისტული რეგიონების მიმართ არაღიარების პოლიტიკის წარმოება, რაც გარკვეულად გარანტია იმისა, რომ საქართველო მომავალში გამთლიანდება!
მთელი ამ წლების მანძილზე, საქართველოს ყველა ხელისუფლება მადლიერებით ღებულობდა სხვადასხვა დახმარებებს აშშ–ის სხვადასვა ადმინისტრაციებისგან. გარდა ამისა, აშშ–ის მთავრობების, სენატის და კონგრესის არაერთი რეკომენდაცია და რჩევები იქნა გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლებების მიერ, რომლებიც ახალფეხადგმული დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არის. მეტად დიდია აშშ–ის როლი და მხარდაჭერა საქართველოში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეშიც. აშშ–ის ეგიდით გამხორციელებულმა ბევრმა ჰუმანიტარულმა მისიამ და მათმა ფუნქციონირებამ საქართველოში, ათასობით ქართულ ოჯახს მისცა შეღავათი. მოკლედ, სხვა მრავალი სიკეთე გააკეთა და დათესა აშშ–მა ჩვენს ქვეყანაში, ყველას ვერ ჩამოვთვლით და ორი აზრი არ არსებობს, რომ აშშ–ები უპირობოდ პირველ ადგილს იკავებენ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენს გვერდით დგანან და ერთგულ მეგობრებად გვევლინებიან!
ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ–ის ზოგიერთი პოლიტიკური მოხელის "რჩევა–რეკომენდაცია", ზოგჯერ სცილდება პოლიტიკური ეტიკეტის ფარგლებს. როგორც ზევით ვთქვი, უდიდესი მადლიერების მეტი რა უნდა გვქონდეს ქართველებს ამერიკელების მიმართ, მაგრამ, როცა გარკვეული პოლიტიკური პერსონები და მეტიც, სტარატეგიული პარტნიორის სახელმწიფო ინსტიტუტების სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეები, თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების ამათუიმ გადაწყვეტილებებში და საჯაროდ მიუთითებენ მათ ამაზე, რაც ბიძგს აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სპეკულიანტური და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებისაკენ, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია!
დიახ, რაც არ უნდა დამსახურება ჰქონდეს ერთ მძლავრ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მეორე დემოკრატიის მშენებელი სუსტი სახელმწიფოს მიმართ, მას არა აქვს უფლება, რომ უაპელაციოდ ჩაერიოს და დაარღვიოს მისი სუვერენული უფლება, რომ დამოუკიდებლად მართოს სახელმწიფო და მიიღოს ეს თუ ის გადაწყვეტილება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს: პოლიტიკურ პროცესებს, მასმედიას, მითუმეტეს – სასამართლო სისტემას! დააკვირდით, ამ სამი წლის განმავლობაში, რაც "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა "ნაცმოძრაობა", ამ კუთხით რა მოვლენებს ვადევნებთ თვალს საქართველოში?! პიდაპირ ვიტყვი, რომ არ ვიცი ეს რითია გამოწვეული, შეიძლება უნდობლობით "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ (მიუხედავად, "კოჰაბიტაციაზე დათანხმების"!), მაგრამ, როგორც ჩანს, – უკანასკნელ ხანს, აშშ–ები აშკარად ერევიან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობაში, რომელიც ცდილობს სახელმწიფო მართოს ისე, როგორც ეს დამახასიათებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და არა ისე, როგორც ამას აკეთებდა მოძალადე სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც, მაშინაც როცა დანაშაულობებს სჩადიოდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მუდამ სპეკულირებდა აშშ–ის "თანხმობით" და მეკავშირეობით, რითაც ბღალავდა ვაშინგტონის რეპუტაციას!
ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუკი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, რაც არ უნდა სტრატეგიული და მჭიდრო პარტნიორი უნდა გვყავდეს, – ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის მაინც არსებობს ზღვარი, რომელიც არამც და არამც არ უნდა გადაილახოს, რა მიზეზი თუ საბაბიც არ უნდა მოიტანოს "ვინმემ" მაგალითად!.. აქედან გამომდინარე, როგორც 18 საუკუნეში ვიჩქარეთ და რუსეთთან დავდეთ "გეორგიევსკის ტრაქტატი", რომელიც საქართველოსთვის დამღუპველი გამოდგა , ასევე 21 საუკუნეში არ უნდა ვიჩქაროთ და, – "საქართველომ აშშ–სთან "გეორგიევსკის ტრაქტატისმაგვარი" ხელშეკრულება არ უნდა დადოს", – რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ეროვნულ თავისუფლებაზე მეტი, მხოლოდ მაღალი ღმერთია ზეცაში!!!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.